logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია თამაზ მეჭიაურის პარტიის შექმნაზე: აჯაფსანდალსაც ზოგჯერ გემო აქვს
- +

7 ივნისი. 2016. 11:37


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია თამაზ მეჭიაურის მიერ ახალი პარტიის შექმნის საკითხს ეხმაურება.



თამაზ მეჭიაურს ჰქონდა კონსულტაციები კვირიკაშვილთან და პარტიის დამფუძნებელთან, მე არ შევსწრებივარ ამ საუბრებს, ეს თავად თქვა, თავისი გადაწყვეტილება მიიღო და თავისი პოზიციაც აქვს. დევ რთი პარტია შეემატება ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს და თუ რამე კარგი იქნება ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, მივესალმებით, რადგან აჯაფსანდალსაც ზოგჯერ გემო აქვს, რა გემო ექნება და როგორ იქნება, ეს მომავალის საკითხია. ახლა ჩვენ პოლიტიკური აფიორის წინაშე ვდგავართ, ამდენი პარტიის შექმნა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ თამაზ მეჭიაურს. ეს ყველაფერი პოლიტიკურ ბაზარზე ქაოსის შექმნის მცდელობას ქმნის. ყველას მოგეხსენებათ, თუ რა პირებები და რა მოთხის აშენება იქნება. ამომრჩეველს რეალური პოზიცია უნდა ჰქონდეს და ის ამ ეტაპზე უმთავრესია", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner