მარნეულის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იწყება. სოფლებში - ხიხანსა და შაუმიანში 30 წლის შემდეგ სარწყავი სისტემა ამუშავდება.
სამუშაოები, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება ითვალისწინებს სატუმბი სადგურების მშენებლობას, სადაწნეო მილსადენების, წყალგამანაწილებელი კვანძების, წყალშემკრებებისა და სხვა სამელიორაციო ნაგებობების მოწყობას. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიხანისა და შაუმიანის სარწყავ არხებს.
აღდგენილი საირიგაციო სისტემით მუნიციპალიტეტში 1000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ ხიხანში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
აღნიშნული პროექტის ღირებულებაა 3 659 900 ლარი.