logo_geo
eng_logo
თედო ისაკაძე: ტაქსების რეფორმა გრძელდება და საზოგადოების ყველა სეგმენტზე დადებითად აისახება
- +

3 ოქტომბერი. 2019. 12:14

 

 

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთან კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის დაწყებას გამოეხმაურა. როგორც კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, თბილისის მუნიციპალიტეტი ტრანსპორტის სფეროს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად აწესრიგებს. მისივე ინფორმაციით, სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია ტაქსებისთვის რეგულაციების შემოღება.

 

„მომავალშიც არაერთი სიახლე განხორციელდება, რაც   ამ სფეროს მოწესრიგებისკენ იქნება მიმართული და  სწორედ  საზოგადოების დაკვეთას უპასუხებს. არსებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს, რაც თავისთავად დადებითად აისახება საზოგადოების ყველა სეგმენტზე“, - განაცხადა თედო ისაკაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner