logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ახალგაზრდა ჟურნალისტისთვის შეურაცხმყოფელია, რომ ის ტყუილებს ემსახურება
- +

3 ოქტომბერი. 2019. 13:19

 

 

„ახალგაზრდა ჟურნალისტისთვის შეურაცხმყოფელია, რომ ის ტყუილებს ემსახურება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

გიორგი ვოლსკიმ მასზე და სხვა პირებთან დაკავშირებით „მთავარ არხსა“ და „ტვ პირველში“ გასულ ცილისმწამებლურ სიუჟეტთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებთან კომენტარისას განაცხადა, რომ ის იმ ჟურნალისტების გამო წუხს, რომლებმაც მთელი ცხოვრება უნდა ატარონ ზონდერ-ჟურნალისტის ბეჭედი.

 

„სიცრუის მთავარმა საამქრომ, „მთავარმა არხმა“ და მასზე აყოლილმა „ტვ პირველმა“ გამოაცხადეს რაღაც უზნეო, ტყუილებით აღსავსე სიუჟეტი კონკრეტულ ბიზნესმენზე, ჩემზე, ხელისუფლებაზე. ეს არავითარ შეშფოთებას არ იწვევს, იმიტომ, რომ ჩვეულებრივი ხელწერაა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მე პირადად განვიცდი იმ ახალგაზრდა ჟურნალისტების გამო, რომლებმაც ეს ბეჭედი - ზონდერ-ჟურნალისტის უნდა ატარონ მთელი ცხოვრების მანძილზე და თავისი კარიერა უნდა დაუკავშირონ ამ სიცრუის არამარტო ტირაჟირებას, არამედ კონკრეტული ადამიანის დევნას. პარლამენტის შენობაში ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე დღეს, გუშინ დამდევს, ტყუილებს გაჰკივის და მერე ამისგან სიუჟეტს ამზადებს. ეს არის ზონდერ-ჟურნალისტი ნამდვილად და მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა ადამიანისათვის შეურაცხმყოფელი სწორედ ის არის, რომ ამას ემსახურება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner