logo_geo
eng_logo
ზაალ უდუმაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში დაიბარეს
- +

3 ოქტომბერი. 2019. 17:50

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი და „ფორმულა ნიუსის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. მათი გამოკითხვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე იგეგმება. უდუმაშვილი და ლაფერაშვილი პროკურატურაში 18:00 და 19:00 საათზე არიან დაბარებულები.

 

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი“, - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

 

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე ბრალი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და „ინტერმედია +“-ის დირექტორს ზურაბ იაშვილს აქვთ წაყენებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner