logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: საზღაპრო ხალხი ვართ, ერთი „რუსთავი 2“ გვქონდა და ახლა სამი გვაქვს
- +

3 ოქტომბერი. 2019. 17:56

 

 

ერთი ქართული ზღაპარია, „მელია და მწყერჩიტა“ ჰქვია - „...გლეხმა სახრე მოუქნია მწყერჩიტას, მაგრამ ის სწრაფად გასრიალდა, სახრე ხარს მოხვდა რქაში და მოსტეხა. მელია იცინის, იცინის, კვდება სიცილით“.

 

ჰოდა, საზღაპრო ხალხი ვართ, ერთი „რუსთავი 2“ გვქონდა და ახლა სამი გვაქვს, იყო დრო, გაზეთების ბუმი იყო ამ ქვეყანაში და ყველა მოსახვევში რედაქცია იხსნებოდა, ახლა ტელევიზიების ბუმია, ათი წყვილი თვალი უნდა გქონდეს ადამიანს, ამათ რომ უყურო, მაგრამ ესეც გაივლის, მთავარია, მწყერჩიტასთვის მოქნეულმა სახრემ ხარს რქა არ მოსტეხოს!

 

პირველ რიგში, საზოგადოებისთვის კავკასიაში მთავარია რუსთავი კი არა, იმედის ფორმულა, გაასწორეთ ობიექტივი და უყურეთ, რიონი როგორ მიედინება! ბასტი-ბუბუ გრძელდება!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner