logo_geo
eng_logo
იყალთოს ხევის განვითარების პროექტი იწყება
- +

7 ივნისი. 2016. 12:03


კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - იყალთოს სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის, იყალთოს ხევის განვითარებისთვის პირველ ეტაპზე განხორციელდება:


  • იყალთოში, იყალთოს ხევისაკენ მისასვლელი საავტომობილო გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მდგომარეობის, მათი რეაბილიტაცია-მშენებლობისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებების პირველადი შესწავლა


  • სოფელ იყალთოში, იყალთოს ხევში და მისკენ მისასვლელ გზებზე მეწყრული პროცესებისა და მათი გამომწვევი მიზეზებისა და ქარის ნაკადების კვლევა


  • იყალთოს ხევში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების არქეოლოგიური-კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა და მათი ჩატარების კოორდინაცია


  • იყალთოს ხევის უძრავი ქონების კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება და მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფა;


  • იყალთოს ხევის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება.



►პროექტის განხორციელებაში კოორდინირებულად ჩაერთვება რამდენიმე სამინისტრო შესაბამისი სსიპ-ებით, რომლებიც ერთობლივად შეიმუშავებენ იყალთოს ხევის განვითარების გეგმა/კონცეფციას. შეიქმნება იყალთოს ხევის განვითარების ხელშემწყობი კომისია დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით



►საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-შენარჩუნება და მათი მიმდებარე ტერიტორიის განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის!


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner