„თბილისობასთან“ დაკავშირებით, 5 და 6 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. აქედან გამომდინარე, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები - N31, N44, N80 და N102 ევროპის მოედნის ნაცვლად, კოტე აფხაზის ქუჩას გაივლიან.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!