logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაურმა რეგიონული უსაფრთხოების თემაზე გამართულ შეხვედრაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა
- +

4 ოქტომბერი. 2019. 12:02

 

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 3-4 ოქტომბერს ქ. ბათუმში მიმდინარეობს რეგიონული უსაფრთხოების თემაზე ბრიფინგი გაიმართა. ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მიმართა და რეგიონის უსაფრთხოების აქტუალური საკითხები მიმოიხილა.

 

ბრიფინგში მონაწილეობა მიიღო NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტემიოლერმა, და ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენელმა.

 

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ თავის სიტყვაში შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.

 

აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა NATO-სა და საქართველოს, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორს შორის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებისთვის.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner