ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 3-4 ოქტომბერს ქ. ბათუმში მიმდინარეობს რეგიონული უსაფრთხოების თემაზე ბრიფინგი გაიმართა. ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მიმართა და რეგიონის უსაფრთხოების აქტუალური საკითხები მიმოიხილა.
ბრიფინგში მონაწილეობა მიიღო NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტემიოლერმა, და ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენელმა.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ თავის სიტყვაში შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.
აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა NATO-სა და საქართველოს, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორს შორის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებისთვის.