საქართველოს მთავრობისა და ფონდი „ქართუს" თანადაფინანსებით სამცხე-ჯავახეთში ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის რეაბილიტაცია/კონსერვაცია მიმდინარეობს.
►წელს ფონდმა „ქართუმ" კომპლექსზე მიმდინარე ფიზიკური სამუშაოებისთვის მილიონამდე ლარი გამოყო.
►მოწვეული არიან მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და მათი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოები.
►ვარძიის უნიკალური კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი
►2016 წელს ინტერფერომეტრიული რადარით მიღებული მონაცემებით და შესაბამისი ანალიზის საფუძველზე დადასტურდა, რომ ურთულეს მდგომარეობაში მყოფი უბნების კონსოლიდაცია წარმატებით განხორციელდა.
►ვარძიაში მიმდინარე მრავალპროფილიან სამუშაოებზე ყოველწლიურად დასაქმებულია 70-80 ადგილობრივი მოსახლე
►2013 -2015 წლებში დაფინანსდა კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის 170 - ზე მეტი პროექტი , მათ შორის ფონდი ,,ქართუს" დაფინანსებით 150-მდე პროექტი. 2016 წელს ფონდი „ქართუ" პროექტების დაფინანსებას აგრძელებს.