logo_geo
eng_logo
საქართველოს მთავრობისა და ფონდი „ქართუს“ თანადაფინანსებით ვარძიის კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

7 ივნისი. 2016. 12:09


საქართველოს მთავრობისა და ფონდი „ქართუს" თანადაფინანსებით სამცხე-ჯავახეთში ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის რეაბილიტაცია/კონსერვაცია მიმდინარეობს.


  • 2014 წელს განისაზღვრა ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გადარჩენის ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა


  • დაიწყო ძეგლის არქეოლოგიური შესწავლა, რის შედეგადაც გამოვლინდა სრულიად ახალი, ორიარუსიანი უბანი.


  • დაიწყო კლდის გამაგრებითი სამუშაოების განხორციელება


  • წარმატებით განხორციელდა გვირაბის კონსოლიდაცია-გამაგრება


  • კლდის არასტაბილურ არეალებზე მოეწყო დამჭერი ბადეები


  • მოეწყო განათება


  • მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა


  • მოეწყო დამატებითი ავტოპარკინგი


  • დაიწყო ვიზიტორების მოსასვენებელი ადგილების მოწყობა.


  • გრძელდება სამუშაოები ინფრასტრუქტურის მოსაწყობად



►წელს ფონდმა „ქართუმ" კომპლექსზე მიმდინარე ფიზიკური სამუშაოებისთვის მილიონამდე ლარი გამოყო.


►მოწვეული არიან მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და მათი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოები.


►ვარძიის უნიკალური კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი


►2016 წელს ინტერფერომეტრიული რადარით მიღებული მონაცემებით და შესაბამისი ანალიზის საფუძველზე დადასტურდა, რომ ურთულეს მდგომარეობაში მყოფი უბნების კონსოლიდაცია წარმატებით განხორციელდა.


►ვარძიაში მიმდინარე მრავალპროფილიან სამუშაოებზე ყოველწლიურად დასაქმებულია 70-80 ადგილობრივი მოსახლე


►2013 -2015 წლებში დაფინანსდა კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის 170 - ზე მეტი პროექტი , მათ შორის ფონდი ,,ქართუს" დაფინანსებით 150-მდე პროექტი. 2016 წელს ფონდი „ქართუ" პროექტების დაფინანსებას აგრძელებს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner