logo_geo
eng_logo
კონკურსი 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად
- +

4 ოქტომბერი. 2019. 16:09

 

„ზურაბ ჟვანიას ფონდი“ აცხადებს  კონკურსს 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად.  მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 30-წლამდე ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს. პრემიაზე მსურველებმა უნდა წარადგინონ 2019 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები შემდეგ ნომინაციებში:

 

⦿ თეატრალური ხელოვნება

⦿ კინოხელოვნება

⦿ პროზა

⦿ პოეზია

⦿ მუსიკალური ხელოვნება

⦿ ჰუმანიტარული მეცნიერებები

⦿ სახვითი ხელოვნება

⦿ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

 

„წინანდლის პრემიის“ ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სხვადასხვა პრიზებითა და ფულადი პრემიით.

 

ახალგაზრდა ხელოვანთა და მეცნიერთა რიგით მერვე „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად განაცხადების მიღება  2019 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა. სემინარის ორგანიზატორი იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი. პრემიის სახელიც მაშინვე შეირჩა. „წინანდლის პრემიის“ პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 1999 წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის ინიციატივითა და პატრონაჟით ხორციელდებოდა „წინანდლის პრემია“.

 

„წინანდლის პრემია“ ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას. ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას.

 

„წინანდლის პრემია 2019“  ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

 

„წინანდლის პრემიის“ მხარდამჭერია: კომპანია „ბადაგონი“, „ლიბერთი ბანკი“ და ფარმაცევტული კომპანია „PSP“. 

 

„წინანდლის პრემიის“ ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი“

 

2019 წლის „წინანდლის პრემიის“ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 20 ოქტომბრის  ჩათვლით საკონკურსო ნაშრომი/ნამუშევარი, აპლიკაციის ფორმასთან და რეზიუმესთან (CV) ერთად, უნდა წარადგინონ ზურაბ ჟვანიას ფონდში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, შარტავას ქ. N18.  საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე აპლიკანტების განაცხადების მიღება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით: tsinandlispremia@yahoo.com

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner