logo_geo
eng_logo
ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
- +

4 ოქტომბერი. 2019. 16:13

 

24 სექტემბერიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „ქუთაისის აეროპორტი“ და „თბილისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანისა და პოლონეთის მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (ჯამში 198  აბი, 4 კაფსულა და 18 პაკეტი), ფსიქოტროპული (84 კაფსულა და 56 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

 

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner