ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი თანამიმდევრულად მიდის იმ უწყებებში, რომელიც ევროკავშირის საბჭოსთვის საკითხის მოსამზადებლად პასუხისმგებელი არიან.
ბაქრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი მაღალი დონის ვიზიტზე, როგორიც პრეზიდენტის ვიზიტია, კიდევ ერთხელ გამახვილდეს ყურადღება ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის მნიშვნელობაზე.
„ჩვენ გველოდება ივნისის თვეში რამდენიმე საბჭო. ჩვენი იმედები უკავშირდება იმ სწორ, რაციონალურ და რაც მთავარია საქართველოს მოქალაქეებისთვის დამსახურებელი გადაწყვეტილების მიღებას ევროპული სტრუქტურების მხრიდან, რომლის შესახებ კომისიის მხრიდან ჩვენ გვაქვს პოზიტიური გადაწყვეტილება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესების საკითხზე 10 ივნისს იმსჯელებენ.