logo_geo
eng_logo
სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა
- +

4 ოქტომბერი. 2019. 16:17

 

20 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, რიყეში, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანსა და ხობში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ჯამში 67 840 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner