logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი ძაღლი „ნელა“ თანრიგოსანია
- +

4 ოქტომბერი. 2019. 16:31

 

25-26 სექტემბერს, ქალაქ ვადულ-ლუი-ვოდაში, მოლდოვას რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის ორგანიზებითა და მხარდაჭერით,  თამბაქოს ნაწარმის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების (რუმინეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, საქართველოს, საფრანგეთის, თურქეთის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, ბელარუსის, ლატვიის, აშშ-ის, ავსტრიის, ლიეტუვას, გერმანიის, ესტონეთის, სერბეთის და პოლონეთის) საბაჟო ადმინისტრაციების კინოლოგიურ გუნდებს შორის, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის ძებნა/აღმოჩენაზე გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლების შეჯიბრი ჩატარდა.

 

აღნიშნული ღონისძიების გამარჯვებული  პოლონეთის რესპუბლიკის  საბაჟო ადმინისტრაციის კინოლოგიური გუნდი გახდა. მეორე ადგილი მოლდოვას რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის კინოლოგიურმა სამსახურმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მთავარ კინოლოგ-ინსტრუქტორს რომან ნიკურაძეს და სამსახურებრივ ძაღლს „ნელას“ ერგო.

 

2 წლის „ნელა“ კინოლოგ ოფიცრის  ახალბედა მეგობარია. რომან ნიკურაძე მასთან, სულ რაღაც ოთხი თვეა მუშაობს. ამ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში „ნელამ“ ბევრი კარგი შედეგი აჩვენა. ყოველდღიურად რამდენიმე საათიანი სწავლება აუცილებელი უნარების გამომუშავების მიზნით და შედეგიც სახეზეა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner