logo_geo
eng_logo
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
- +

7 ივნისი. 2016. 12:16


თბილისის მერიაში ტექნიკური ხარვეზის გამო ინტერნეტი მიუწვდომელია. შესაბამისად, შეუძლებელია ცხელ ხაზთან დაკავშირება და შეფერხებით მუშაობს მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება, თუმცა განცხადებები მაინც მიიღება. ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემებია რაიონულ გამგეობებშიც.



ამავდროულად, ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე მდებარე 25-ე ბაგა-ბაღში გამოცხადებული რეგისტრაცია, რომელიც დღეს, 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, ვერ მოხერხდება. რეგისტრაცია პარასკევს, 10 ივნისს, 12:00 საათზე განახლდება.



ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს.

თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისათვის.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner