logo_geo
eng_logo
რუსულმა ბიზნესმა საქართველოსთან შეჩერებული ავიამიმოსვლის გამო, ასეულობით მილიონი იზარალა
- +

5 ოქტომბერი. 2019. 00:37

 

საქართველოსთან გაუქმებული ავიამიმოსვლის შედეგად, რუსულმა ავიაკომპანიებმა მილიონობით რუბლის ოდენობით ზარალი ნახეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, რუსულმა ავიაკომპანია „პაბედამ“ ტრანსპორტის სამინისტროს წერილობით მიმართა, განისაზღვროს ვადები, თუ როდის შეძლებს კომპანია საქართველოსთან შეჩერებული ავიამიმოსვლის გამო კომპენსაციის მიღებას. გამოცემა „კომერსანტს“ ანონიმურმა წყარომ აცნობა, რომ „პაბედამ“ 500 მილიონამდე რუბლი იზარალა.

 

ავიამიმოსვლის შეჩერებამდე, ბათუმსა და თბილისში ავიარეისებს, „პაბედას“ გარდა, „აეროფლოტი“, „შ7“, „ურალის ავიახაზები“, „რედ ვინგსი“ და „სმარტავია“ ახორციელებდნენ. როგორც „შ7“-ში აცხადებენ, კომპანიამ 600 მილიონამდე რუბლის ოდენობით ზარალი ნახა. კომპანია „რედ ვინგსმა“ კი, სულ მცირე, 200 მილიონი რუბლით იზარალა.

 

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის 8 ივნისს შეაჩერა. მას შემდეგ, რაც საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის სპიკერის სავარძლის დაკავება გააპროტესტეს. ინციდენტს თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია და პარლამენტის სპიკერის გადადგომა მოჰყვა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner