„ეკონომიკა ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ გამოწვევად რჩება", - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხდა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართული ეკონომიკა 6-ჯერ ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების ეკონომიკას.
„შევჩერდები ეკონომიკაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის გამოწვევაა. ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ის დაახლოებით 6-ჯერ ჩამორჩება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. ცდუნება დიდია, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებას მივაბრალოთ, რომ მან ვერ შეძლო 3-4 წელიწადში გადაეჭრა ეს პრობლემა, რაც თეორიულად შეუძლებელია. ის, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, მაქსიმუმი გაკეთდა ამ წლების განმავლობაში. ჩვენ გვჭირდება 10-15 წელიწადი, თუ ჩვენ ვიქნებით სტაბილურები და სწორი გზით წავალთ, შევძლებთ, ჩავდგეთ განვითარებული ქვეყნების რიგში", - განაცხადა ივანიშვილმა.