logo_geo
eng_logo
იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა
- +

5 ოქტომბერი. 2019. 11:07

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი: 1973 წელს დაბადებული კ.ო. და 1960 წელს დაბადებული გ.ო. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„პოლიციამ კ.ო.-ს პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სამ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება – ე.წ. სირეცი, ხოლო მოსამართლის განჩინების საფუძველზე მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ექვს შეკვრად დაფასოებული ე.წ. სირეცი და 170 000 ლარი.

 

სამართალდამცველებმა გ.ო.-ს პირადი ჩხრეკისას კი – ორი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ე.წ. სირეცი ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.

 

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner