logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი ჩაატარა
- +

5 ოქტომბერი. 2019. 11:30

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც სამინისტროს აჭარის რეგიონის დანაყოფებისა და პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 

ვახტანგ გომელაურმა, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად, პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ შესაბამისი დავალებები მისცა.

 

შეხვედრაზე მინისტრმა უწყებაში სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე ისაუბრა.

 

ვახტანგ გომელაურმა რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელებს პირადად გააცნო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც 2020 წლის 1-ლი ივლისიდან სამინისტროს ყველა თანამშრომელს ანაზღაურება 125 ლარით გაეზრდება.

 

მინისტრმა დანაყოფების წარმომადგენლებს სოციალური პირობების გაუმჯობესების პროექტების ფარგლებში მიმდინარე შეღავათიანი ბინათმშენებლობის პროცესის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. პროექტის ფარგლებში, ბათუმში ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება, რომლებიც სამინისტროს 88 თანამშრომლის ოჯახზეა გათვლილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner