სტამბოლის გუბერნატორის ვასიპ შაჰინის განცხადებით, სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, დაღუპულთა შორის 7 პოლიციელია, დაშავებულია სულ მცირე 36 ადამიანი.
ცოტა ხნის წინ სტამბოლის ცენტრალურ რაიონ ბეიაზიტ ვეზნეჯილერში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რის შემდეგაც გაისმა რამდენიმე გასროლის ხმა.
პასუხისმგებლობა აფეთქების ორგანიზებისთვის ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.