საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის მშვიდობიან გზაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება. მთავრობის ყოფილი მეთაურის თქმით, „ქართული ოცნება" მაშინ იუველირული სიზუსტით მოქმედებდა.
„ჩემს გუნდთან ერთად მოვახერხე ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანი გზით, თვითონ იბრალებდნენ, მშვიდობიანად წავედითო, მაგრამ ჩვენ ისინი ვაიძულეთ, წასულიყვნენ. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ არავინ დაშავებულიყო და ვფიქრობ, რომ იუველირული სიზუსტით ვმოქმედებდით და სწორედ ამან გამოიღო ეს შედეგი და არა მათმა განწყობამ", - აღნიშნა ივანიშვილმა.