logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ძირითად მაჩვენებლებში, საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა
- +

7 ივნისი. 2016. 12:27


საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ძირითად მაჩვენებლებში საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

 

„ეკონომიკის თვალსაზრისით უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებია. მგონია, რომ უფრო მეტი გაკეთდა, ვიდრე გარედან შეფასდა. თუმცა, ეს შეფასებებიც ძალიან ბევრის მთქმელია.

 

თუ ვნახავთ მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულ რეიტინგს, დავინახავთ, რომ მთავრობის ეფექტიანობის, გამჭვირვალობის მხრივ, კორუფციასთან ბრძოლის მხრივ და ასეთ ძირითად მაჩვენებლებში, საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად აქვს გაუმჯობესებული.

 

აქვე გავიხსენებდი სავალუტო ფონდის კვლევას, მარტივ ეკონომიკურ ზრდაზე გავაკეთებდი აქცენტს. 2021 წლისთვის 12 %-მდე ზრდა იგეგმება. ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად რეალურია. იმასაც ვფიქრობ, რომ უფრო მეტიც შეიძლება, თუკი ბევრი რამ თანხვედრაში მოვა. თუ სწორი გზით ვივლით, 2030 წლისთვის ჩვენ შევძლებთ, საბოლოოდ ჩავდგეთ ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების რიგებში.

 

პატარა შედარებებსაც თუ გავაკეთებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ვნახავთ, რომ ტემპები გაცილებით დიდია, ვიდრე ეს „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს იყო. თბილისში მშენებლობის ტემპები 70 %-ით მეტია. ბათუმში - 76%-ით. ზოგადად საქართველოში 50 %-ზე მეტია.

 

უნდა ნახოთ იუსტიციის სამინისტროს მიერ დახარჯული სახსრები, თუ რამდენად უფრო იაფად და ხარისხიანად შენდება ყველაფერი. აქ გავიხსენებ ჩქაროსნულ გზებს, რომელიც 2,5-ჯერ მეტი კეთდება, ვიდრე კეთდებოდა. 14 %-ით უფრო იაფად იგება ეს გზები. ეს კი 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 140 მილიონ ლარს შეადგენს", - განაცხადა ივანიშვილმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner