logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ამდენი ტელევიზია საქართველოში ჯერ არ ყოფილა!
- +

7 ივნისი. 2016. 12:28


„მედია დღეს თავისუფალია, ამდენი ტელევიზია საქართველოში ჯერ არ ყოფილა", -ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.


ყოფილმა პრემიერმა ახალი ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებების დაცვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მხრივ საქართველო ევროპის განვითარებული ქვეყნების დონეზეა.

 

„ბიზნესზე ვერავინ იტყვის, რომ მის საქმიანობაში ხელისუფლება ერევა. ადამიანის უფლებების მხრივ, პირადად პრეტენზია მაქვს, რომ კონკურენციაში შევიდეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან , ერთი უფლების გამოკლებით. მოქალაქეს უნდა შეეძლოს, სამუშაო იშოვოს თავის ქვეყანაში და არჩინოს ოჯახი. ამ მხრივ პრობლემები დიდია და გასაკეთებელი ძალიან ბევრია. არც დემოკრატიულ ინსტიტუტებზე მაქვს პრეტენზია, რომ ამ მხრივ ყველაფერი იდეალურადაა. რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გაკეთდა ამ მოკლე დროში, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და გავამყაროთ ამ მიმართულებით სვლა", - აღნიშნა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner