logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: კორცხელის ინციდენტი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია!
- +

7 ივნისი. 2016. 12:30


 ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ გამოსვლაში კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით საუბრობს. კითხვაზე, თუ რა გარანტია გვაქვს, რომ მსგავსი ინციდენტი არ განმეორდება მომავალ არჩევნებზე და ვინ უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა, ივანიშვილი პასუხობს, რომ ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ მოხდეს მსგავსი პროვოოკაციების პრევენცია.


„კორცხელის ინციდენტი იყო ძალიან სამარცხვინო. მოვუწოდებ მმართველ გუნდს და მთლიანად საზოგადოებას, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს. ქვების სროლით მოვიდა ერთი გუნდი და ამითვე დაასრულა. ჩვენ სხვა ხელწერით მოვედით. ძირითადი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება მთავრობასა და მმართველ გუნდს. ეს უნდა გააცნობიერონ ძალიან კარგად და მეტი მოთმინება უნდა იქონიონ. დეტალებს არ ჩავუღრმავდები, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ინციდენტმა დააზარალა ჩვენი სახელმწიფო. ამას შეიძლება ჰქონდეს ერთი პლუსი, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს დასკვნები, პრევენციები და ყველაფერი მოიმოქმედოს იმისთვის, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს.

 

მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის" მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია. მაგრამ ეს ფაქტი არაფრით არ ამართლებს მმართველ გუნდს და იმას, რაც იქ მოხდა. მომავალში უნდა მოხდეს ისე, რომ არცერთ პროვოკაციას არ წამოვეგოთ.

 

„ნაციონალურ მოძრაობას", როგორც ჩანს, რესურსები არ გააჩნია, რადგან ამ პროვოკაციას გადაინახავდა ძირითადი არჩევნებისთვის. ვიმედოვნებ, რომ მსგავსი პროვოკაციების პრევენცია მოხდება, და აქვე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" დიდი რესურსი არ გააჩნია", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner