logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ვაპირებ, დავახასიათო თითოეული პოლიტიკური ძალა არგუმენტირებულად
- +

7 ივნისი. 2016. 12:49


„სახელმწიფოს მართვის პოლიტიკური გამოცდილება გვაქვს ძალიან ცოტა, თუმცა ეს არ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი ხალხი უნიჭოა, პირიქით, მგონია, რომ ჩვენ ძალიან ნიჭიერი საზოგადოება გვყავს", - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან მიმდინარე შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ქვეყნის მართვას გამოცდილება სჭირდება, რისი პრაქტიკაც ცოტა გვაქვს.


ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არჩევნები თავისი შინაარსით განსაკუთრებულია.


„წელს განსაკუთრებული არჩევნები იქნება. 2012 წლის არჩევნებს კიდევ სხვა დატვირთვა ჰქონდა... ახლა იქნება ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნები, როგორც ეს იყო ჩვენი მმართველობის დროს ჩატარებული საპრეზიდენტო და შუალედური არჩევნები. დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოება სწორ ანალიზს და შესაბამისად, სწორ არჩევანს გააკეთებს. ამისთვის ვაპირებ ყველა რეგიონში ჩასვლას, აქტივთან შეხვედრას, ტელევიზიებით გამოსვლას და ვაპირებ, დავახასიათო თითოეული პოლიტიკური ძალა არგუმენტირებულად, მივაწვდინო საზოგადოებას ხმა, ვინ როგორია, თვითონ მთავრობა როგორია, როგორი უნდა იყოს, ა.შ. ყველა იმ საკითხებს შევეხები, რის საფუძელზე შეიძლება არჩევანი გააკეთოს საზოგადოებამ", - განაცხადა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner