logo_geo
eng_logo
გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე 10 ოქტომბერს მივა
- +

6 ოქტომბერი. 2019. 14:05

 

სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანი, გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე 10 ოქტომბერს მივა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, გაბუნია უწყებაში 10 ოქტომბერს, 16:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

 

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია“, - აცხადებენ პროკურატურაში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner