logo_geo
eng_logo
შსს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის მიმართ ბრალდების შესახებ ოფიციალურ კომენტარს აკეთებს
- +

6 ოქტომბერი. 2019. 19:11

 

საკრებულოს თანამშრომელ თამთა თოდაძისა და „ქართული ოცნების” დეპუტატის ილია ჯიშკარიანის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ კომენტარს  აკეთებს.

 

როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ საქმეზე უწყება აქტიურ გამოძიებას აწარმოებს, რის გამოც მოწმის სტატუსით თამთა თოდუა და დედამისი ხათუნა ოქროპირიძე გამოიკითხნენ.

 

„112-ში შეტყობინების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველები გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე. თავდაპირველად მოხდა ზარის ინიციატორთან და მის დედასთან გასაუბრება. შემდგომ ისინი გადაყვანილი იქნენ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით. მოცემულ სსს-ზე ჩატარდა ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მოწმის სახით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები სსს-ზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

 

შეგახსნებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner