logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მე თავისუფალი ვარ ყოველგვარი პირადულისგან
- +

7 ივნისი. 2016. 12:50


„ხაზს გავუსვამდი იმას, რომ მე არც ბიზნეს და არც თანამდებობრივი ინტერესები არ გამაჩნია", - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.


მთავრობის ყოფილი მეთაურის განცხადებით, მისთვის მთავარია, ქვეყანა სწორი გზით განვითარდეს.


„მე თავისუფალი ვარ ყოველგვარი პირადულისგან. ამას ხაზს ვუსვამ იმ მიზეზით, რომ მეტი სანდოობა გააჩნდეს ჩემს ანალიზს. ზოგჯერ პირადი ინტერესები ზღუდავს ბიზნესს და პოლიტიკას. სწორედ ამიტომ ვამბობ ხაზგასმით, რომ არავითარი პირადული არ გამაჩნია, გარდა საერთო ინტერესისა, რომ სწორად განვითარდეს ქვეყანა და შენს საყვარელ ხალხთან ბედნიერად გეცხოვრებოდეს", - აცხადებს ივანიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner