საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს დავით კირვალიძის მინისტრად დაბრუნება შეთავაზა, მაგრამ ეს არ გააკეთა.
„უნდა გავიაზროთ, რომ კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს. მინდა გავიხსენო დავით კირვალიძე, რომელიც იყო ჩემი ფავორიტი მინისტრი. გახსოვთ, როგორ კულტურულად მოიქცა, როცა კითხვები დაისვა. თუმცა იმის შემდგომ, მისი დაბრუნება მეორედ შევთავაზე ღარიბაშვილს, მაგრამ ეს არ გააკეთა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
დავით კირვალიძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს იკავებდა, თუმცა ატეხილი აჟიოტაჟის შემდგომ, რომელიც სამინისტროში მაღალჩინოსნების მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებას უკავშირდებოდა, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.