logo_geo
eng_logo
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: კარგია, რომ ისევ აღდგა საუბრის არხები საქართველოსა და რუსეთს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე
- +

7 ოქტომბერი. 2019. 11:14

 

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოსა და რუსეთს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე საუბრის არხების აღდგენას მიესალმება. გერმანიის პრეზიდენტმა ამ საკითხზე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის პრინციპი, რომლის გარეშეც ევროპაში მშვიდობა ვერ იქნება. შტაინმაიერმა ასევე დასძინა, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აპირებს ჩავიდეს საოკუპაციო ხაზთან და არსებულ ვითარებას გაეცნოს. რაც შეეხება საქართველოს მზაობას NATO-ში გაწევრიანების კუთხით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ამბობს, რომ გერმანია მხარს უჭერს ალიანსში მიღებულ გადაწყვეტილებებს.

 

„ჩვენ, გერმანელებმა, ვიცით საქართველოს იმედებისა და მოლოდინების შესახებ. გერმანია მხარს უჭერს ალიანსში მიღებულ გადაწყვეტილებებს. პრაქტიკული თანამშრომლობა საზღვარგარეთ მიმდინარე მისიებშიც, მაგალითად, ავღანეთში, ბოლო წლებში კიდევ მჭიდრო გახდა. ასევე შეუცვლელი და მტკიცეა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხშიც. ჩემი ვიზიტის ფარგლებში თავად გავეცნობი სიტუაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არსებულ ადმინისტრაციულ ხაზთან. კარგია, რომ ისევ აღდგა საუბრის არხები საქართველოსა და რუსეთს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ამასთან, საქართველო დამოუკიდებლად წარმოადგენს თავს და ამავე დროს აქვს თავისი პარტნიორების მხარდაჭერა. გერმანიისათვის ნათელია, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის პრინციპი, რომლის გარეშეც ევროპაში მშვიდობა ვერ იქნება“, - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner