logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტები იმ დღესვე ითხოვდნენ, სად არის 60 საწარმოო?!
- +

7 ივნისი. 2016. 12:57


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს გახსნილ საწარმოებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ საწარმოების დაფუძნებისა და გარემონტების შედეგად 55 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა.


„ერთ-ერთ ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, 60 რეგიონში თითო საწარმო თუ დაფუძნდებოდა ჩვენი მმართველობის პერიოდში. ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტები იმ დღესვე ითხოვდნენ, სად არის 60 საწარმოო?! მერე 60 100-ად გადააქციეს. ამას დღეს აღარავინ კითხულობს... რეალურად, 700-ზე მეტი საწარმო გარემონტდა და 129 აშენდა. 55 000 ათასი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა", - განაცხადა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner