logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: დავალება მივიღე სტუდენტებისგან, რომ ოპერატიულ რეჟიმში შევეცადო, მთავრობაში ყველა საკითხი გადავწყვიტო
- +

7 ივნისი. 2016. 13:05


განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „აუდიტორია 115"-თან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან მოისმინა სტუდენტების წინადადებები შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და შეეცდება, უმოკლეს ვადებში მოხდეს პრობლემის გადაწყვეტა.



ეს არის ხალხი, რომელსაც უნდა უნივერსიტეტის განვითარება, წინსვლა და უნდ, რომ არამარტო ეს დაწესებულება, არამედ ყველა უმაღლესი სასწავლებელი იყოს მოწინავე. ცალსახად ამ პოზიციას ვიზიარებთ მეც და სამინისტროც, რომ უნივერსიტეტი უნდა განვითარდეს და აჰყვეს დროს. გუშინდელი მეთოდებით მუშაობა შეუძლებელია. სიმწვავე არის კონკრეტულ საკითხებშისამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ რაღაც საკითხების მოგვარება გაიწელა. შესაბამისად, სტუდენტები საკმაოდ ვალიდურად აფიქსირებენ თავის სურვილს, რომ ეს საკითხები ძალიან მალე მოგვარდეს. ეს ეხება იმ საკითხებს, რაც პრემიერთან და სხვა ოფიციალურ პირებთან დადასტურდა. სტუდენტები გაგებით ეკიდებიან იმას, რომ ახალი პირი შემოვიდა მოლაპარაკებებში და მაძლევენ საშუალებას, მათთან ვიმუშაო კონსტრუქციულად პირველ რიგში იმ საკითხებზე, რომელიც არ ითმენს. ეს არის განათლების ფუნდამენტურ რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები, ეს არის თვითმმართველობა. მე დავალება მივიღე სტუდენტებისგან, რომ ძალიან ოპერატიულ რეჟიმში შევეცადო, მთავრობაში ყველა ეს საკითხი გადავწყვიტო.

 

ისინი არ ითხოვენ თვითმმართველობის გაუქმებას, ისინი ითხოვენ, რომ ახლანდელი ფორმა და სისტემა თვითმმართველობის შეიცვალოს პროგრესული და გამჭვირვალე სისტემით. ის, რომ სტუდენტი მონაწილეობას იღებდეს სასწავლებლის მართვაში, ამის გაუქმებას სტუდენტები არ ითხოვენ",  - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner