logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: წარმოიდგინეთ, როგორი თავხედობაა, როცა სააკაშვილი დავით აღმაშენებელს ედრებოდა
- +

7 ივნისი. 2016. 13:26


ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის მოდელი რომ გაგრძელებულიყო, საქარველოში ეკონომიკური კოლაფსი გარდავალი იქნებოდა. „დღეს პენსიები ვეღარ დარიგდებოდა. ხელფასებს ვეღარ გადაუხდიდნენ საჯარო მოხელეებს. ჩვენ დღეს კიდევ რეგიონში ყველაზე კარგი ტემპი გვაქვს ეკონომიკის ზრდის ტემპის თვალსაზრისით, მაშინ როცა რეგიონში სრული კრიზისი იყო", - განაცხადა ივანიშვილმა.

 

მისი თქმით, „ნაციონალების" მმართველობის დროს, ტელევიზიებით მოსახლეობისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება ხდებოდა, თითქოს ქვეყანაში ეკონომიკა

ყვაოდა და ეკონომიკური ზრდა განსაკუთრებულად მაღალი იყო.

 

„ის სტილი, რაც იყო სააკაშვილის მმართველობის დროს, გვიხატავდა სურათს, როგორ კარგად მიდის აღმშენებლობის პროცესი. ამ დროს კი დავით აღმაშენებელს ედრებოდა. წარმოიდგინით, როგორი თავხედობაა. ის ცდილობდა, როგორმე გაებრუებინა საზოგადოება. ამას ის ახერხებდა კიდეც - ყველა ტელევიზიით გვიხატავდნენ ვირტუალურ სამყაროს. ყველა არხი ერთ ხმაზე საუბრობდა იშვიათი გამონაკლისის გარდა. საზოგადოების ის ნაწილი, ვის მას არ ემორჩილებოდა ციხეში იჯდა. პატიმრების რაოდენობით პირველები ვიყავით ევროპაში. ციხეებში კი, რაც ხდებოდა, ყველამ კარგად იცის. დღეს კი მედიის თავისუფლებით, დემოკრატიული ღირებულებებით ყველაზე მეტად „ნაციონალური მოძრაობა" სარგებლობს. გააცნობიერეს, რომ არავითარი შეზღუდვები აღარ არსებობს, სწორედ ისინი სარგებლობენ სიტყვის თავისუფლებით და არავინ არაფერს უკრძალავს, მათგან მართული მედია ყოველდღიურად სიცრუეს აფრქვევს, რადგან მათ არავინ ზღუდავს", - განაცხადა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner