logo_geo
eng_logo
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის ფინანსური ხელშეკრულებები გაფორმდა
- +

7 ოქტომბერი. 2019. 17:33

 

 

დღეს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ევროპისა და აზიის განყოფილების დირექტორმა შტეფან ოპიცმა ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას:

 

  • „წყლის ინფრასტრუქტურა ბათუმში“ - 60 მილიონი ევროს ოდენობით (KfW)პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ქალაქ ბათუმის შემოერთებული  ტერიტორიების: დაბა  ხელვაჩაურის,  მეჯინისწყალის,  კახაბერის,  ადლია  -  აეროპორტის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლების წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე,  სამარაგო  რეზერვუარის  მშენებლობა ინჯალოს  რეზერვუარების  მიმდებარედ, ადლიის  წყალარინების  გამწმენდი ნაგებობის  განვითარება  და  გაფართოება, ჩაქვის  წყლის  სათავე  ნაგებობისა  და მეჯინისწყალის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.

 

პროექტი ხელს შეუწყობს წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას რეგიონში, ტურიზმის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებასა და დამსვენებელთა მომსახურების ხარისხის გაზრდას.

 

დღესვე,  მხარეებმა ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას:

 

  • „ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და შენობების ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან მიახლოება II ფაზა“.

 

აღნიშნული ხელშეკრულებით, გერმანულმა მხარემ გამოყო დამატებითი დაფინანსება 1,8 მილიონი ევროს ოდენობით, 2019 წლის 14 ივნისს „KfW“-სა და საქართველოს შორის ხელმოწერილ ხელშეკრულებაზე (5,7 მილიონი ევრო გრანტი) „ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და შენობების ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან მიახლოება“.

 

ხელშეკრულებით, ჯამში, გათვალისწინებულია 7,5 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების მიღება. პროექტი ითვალისწინებს ქალაქ ბათუმში 25 საბავშვო ბაღისა და ერთ-ერთი ისტორიული შენობის (შერჩევა „KfW“-სა და ბათუმის მერიას შორის შეთანხმებით) ენერგოეფექტურობის სტანდარტების დაცვით რეაბილიტაციას.

 

პროექტი უმნიშვნელოვანესია რეგიონისთვის და უზრუნველყოფს სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდას.

 

ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალს მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი ტომას ბარაისი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner