logo_geo
eng_logo
გიგა ბუკია: ცილისმწამებელი უნდა იყოს მორალური გაკიცხვის ობიექტი!
- +

27 თებერვალი. 2016. 16:54


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიგა ბუკია „რეპორტიორთან" საუბრისას გამოეხმაურა თედო კობახიძის ინიციატივას, რომ ცილისწამების მუხლი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაბრუნდეს. ბუკია ფიქრობს, რომ ცილისწამებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგომა ხელს არ შეუწყობს ამ საკითხის მოგვარებას.


„ცილისწამებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგომა, არა მგონია იყოს  ის მექანიზმი, რითაც ხელს შევუწყობთ ამ საკითხის მოგვარებას. დღეს მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია, ადამიანმა ცილისმწამებელს უჩივლოს სასამართლო მეთოდით. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება არ მიმაჩნია მართებულად. თუ რამე კანონპროექტია მომზადებული, რომელმაც შეიძლება შედეგი მოიტანოს, განვიხილავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. მედიაც უნდა ეცადოს, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გააჟღეროს.  ცილისმწამებელი უნდა იყოს მორალური გაკიცხვის ობიექტი", - ამბობს ბუკია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner