logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილის ტელევიზიას დღეს გვარამია იცავს
- +

7 ივნისი. 2016. 13:27


გვარამია გახლათ მთავარი პროკურორის მოადგილე, როდესაც „იმედის" ჟურნალისტები იატაკზე გართხმულნი იყვნენ და ტელევიზია წაიღეს. დღეს გამოდის და თავისუფალი მედიის სიმბოლოდ ქცეულ „რუსთავი 2"-ს იცავს გვარამია. ყარამანიშვილები ვეღარც კი ბედავენ გამოსვლას. სააკაშვილის ტელევიზიას დღეს გვარამია იცავს", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.


ივანიშვილმა ეკა კვესიტაძეს „რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრისას სასამართლოს პატივისცემისკენ მოუწოდა.


„ნუ აყენებთ სასამართლოს შეურაცხყოფას. მიეცით სასამართლოს იმის საშუალება, რა საშუალებაც ჩვენ მივეცით - თვითგადარჩენის, თვითაღდგენისა და განვითარების საშუალება. ხელისუფლება, რომელსაც ყველაზე მეტად შეუძლია, არც ჩარეულა და არც ჩაერევა სასამართლოს უფლებებში. შესაბამისად, თქვენც შეეგუეთ ამას. მესმის თქვენი, რადგან 9 წლის განმავლობაში სასამართლო სათამაშოდ გქონდათ გადაქცეული და ხალხის დასასჯელად იყენებდით. თქვენს დროს სასამართლო არ არსებობდა. დღეს სასამართლომ დაიწყო თვითაღდგენა. მოსამართლეები ტელევიზიით გამოდიან, იცავენ უფლებებს. თქვენ კი დამონებული გყავდათ მოსამართლეები. ციხეები გატენილი გყავდათ ხალხით. კლავდით, ვისაც გინდოდათ და აწამებდით, ვისაც გინდოდათ. ამას „აპრავებდა" „რუსთავი 2"-იც და სხვა ყველა ტელევიზია. დღეს მიეჩვიეთ, რომ თქვენ სასამართლოთი გელაპარაკებიან და არა მუშტი-კრივით. 9 წლის განმავლობაში შავს თეთრად აჩვენებდით, ახლა კი გინდათ, თეთრი შავად აჩვენოთ.

 

დღეს კეთილი ინებეთ და სასამართლოს დაელოდეთ", - განაცხადა ივანიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner