logo_geo
eng_logo
თამთა თოდაძის დედა წარსულში თაღლითობის ბრალდებითაა ნასამართლევი
- +

7 ოქტომბერი. 2019. 19:24

 

 

თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრის, ილია ჯიშკარიანის აწ უკვე ყოფილი თანაშემწის, თამთა თოდაძის დედა, ხათუნა (ნუნუ) ოქროპირიძე, „კვირა +“-ის ინფორმაციით, 2009 წელს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა თაღლითობისა და გაყალბების ბრალდებით დააკავა.

 

როგორც „კვირა+“-ს წყარო უყვება, მან საპყრობილე რამდენიმე თვეში დატოვა და პირობითი მსჯავრი – 7 წელი ჰქონდა. 2016 წელს კი პირობითი მსჯავრის ვადა გაუვიდა.

 

აღნიშნულის შესახებ „კვირა +“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, შსს-ში აცხადებენ, რომ პირის ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია არაა საჯარო და მისი მოპოვება მხოლოდ აღნიშნული პირის წერილობითი თანხმობით არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ თამთა თოდაძე საკრებულოს დეპუტატს გაუპატიურების მცდელობასა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner