logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: კაცს, რომელსაც მაცივარი ცარიელი აქვს, ძნელია, დემოკრატიულ ღირებულებებზე ესაუბრო
- +

7 ივნისი. 2016. 13:29


„დემოკრატიული ღირებულებების არცერთი კომპონენტი ნაცების დროს არ ყოფილა უკეთეს სიტუაციაში, ვიდრე ახლაა", - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.

 

ყოფილი პრემიერის შეფასებით, დღეს „ნაციონალური მოძრაობა" მძიმე ეკონომიკურ ფონს სასპეკულაციოდ იყენებს.

 

„წარმოსაჩენად იოლია გაჭირვებული ადამიანების დაბნევა და უფრო მარტივია, ეს ყოველივე მიაწეროს ხელისუფლებას. აქ არ უნდა დავიბნეთ! რეალობა არ უნდა დავკარგოთ! რას აკეთებს ხელისუფლება - აქედან უნდა შევაფასოთ და გავაკეთოთ დასკვნები. მაშფოთებს რეალური ხიფათი, თუ საზოგადოება ვერ შეიმეცნებს, ვერ გაანალიზებს ამ ყველაფერს, ყველაფერი ეს შემობრუნდეს.

 

წარმოიდგინეთ, გაჭირვებული კაცი მიდის სახლში საღამოს, მაცივარი ნახევრად ცარიელია ან სულ ცარიელი. სამუშაო აქვს მცირეშემოსავლიანი, ამ დროს მას დემოკრატიულ ღირებულებებზე ესაუბრო, ძალიან ძნელია და მე ეს კარგად მესმის. მაგრამ ეს რომ კვირიკაშვილს მივაწეროთ და დავუწყოთ მთავრობას ჭიდაობა, ასე შეიძლება მივანგრიოთ ყველაფერი და მოჯადოებულ წრეს დავუბრუნდეთ", - განაცხადა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner