logo_geo
eng_logo
ბათუმში, 25 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია 1,8 მლნ ევროს გრანტით განხორციელდება
- +

7 ოქტომბერი. 2019. 20:10

 

 

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას დამატებითი ფინანსური რესურსი მოხმარდება. კერძოდ, 60 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მიიმართება ქალაქ ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე, ხოლო დამატებით 1,8 მლნ ევრო გრანტის სახით გათვალისწინებულია ბათუმში, 25 საბავშვო ბაღისა და ერთ-ერთი ისტორიული შენობის ენერგოეფექტურობის სტანდარტების დაცვით რეაბილიტაციისთვის.


როგორც ივანე მაჭავარიანმა დღეს, სასტუმრო „ბილტმორ თბილისი ჰოტელში“ საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებს შორის ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა აღნიშნული პროგრამები უმნიშვნელოვანესია რეგიონისთვის და უზრუნველყოფს წყალმომარაგების სისტემის, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და ენეროუსაფრთხოების გაზრდას. 

 

KfW-- მხარდაჭერით, 60 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მიიმართება ქალაქ ბათუმის  შემოერთებული  ტერიტორიების წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე, ხოლო დამატებით 1,8 მლნ ევრო გრანტის სახით გათვალისწინებულია ბათუმში 25 საბავშვო ბაღისა და ერთ-ერთი ისტორიული შენობის ენერგოეფექტურობის სტანდარტების დაცვით რეაბილიტაციისთვის“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. 

 

მისი თქმით, მიმდინარე წლის 6-7 ნოემბერს, დაგეგმილია სამთავრობო კონსულტაციები, რომელზეც განიხილება გერმანიისა და საქართველოს შორის როგორც მიმდინარე, ისე საშუალოვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner