logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: უკანონო ფარული ჩანაწერები ვიღაცის ტელეფონში, ვიღაცის მეხსიერების ბარათში ინახება
- +

7 ოქტომბერი. 2019. 23:02

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ მოპოვებული და გავრცელებული ფარული ჩანაწერების დიდი ნაწილი "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს განადგურდა, ეს იმას არ გამორიცხავს, რომ ჩანაწერები ვიღაცის ტელეფონში ჯერ კიდევ ინახება.

უკანონო ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კიბერ და ელექტრონულ სივრცეში მომხდარი დანაშაულის გამოძიება მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა და ზოგჯერ შეუძლებელიც. ამის მიუხედავად, ქართული გამოძიება კონკრეტულ ნიშნულზე გავიდა.  

თალაკვაძის თქმით, ფარული ჩანაწერები, წინა ხელისუფლების მიერ არის უკანონო გზით შექმნილი, რაც სამარცხვინოა, ხოლო ამ საკითხის "ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე გადაბრალება პოლიტიკური ამნეზია.

„ეს ჩანაწერები უკანონო გზით ინახებოდა და ვრცელდებოდა. ჩვენმა ხელისუფლებამ თუ გაანადგურა ეს უკანონო ჩანაწერები, არ ნიშნავს რომ ვიღაცის ხელში, ვიღაცის ტელეფონში და ვიღაცის მეხსიერების ბარათში არ არის შენახული. ჩვენი მოვალეობა არის გავრცელების თითოეულ ფაქტზე სწრაფი რეაგირება, დამნაშავეების გამოვლენა და დასჯა. ბესელიას ეპიზოდზე პასუხისგებაში იყვნენ ადამიანები. ამ შემთხვევაშიც გამოძიება მივიდა იქამდე, სადამდეც შეეძლო", - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner