logo_geo
eng_logo
საღორიის ტყეში, პოლიციის ავტომობილი გზიდან გადავარდა
- +

7 ოქტომბერი. 2019. 23:37

 

 

ქალაქ ქუთაისში, საღორიის ტყეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციის ეკიპაჟის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევის ადგილთან ახლო პერიმეტრზე მოქალაქეებს არ უშვებენ. არ აქვთ ინფორმაცია არიან თუ არა დაშავებულები.

როგორც "რეპორტიორს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესები დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი დაზიანება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner