logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ ცხინვალში, ერთ-ერთ ქუჩას პუტინის სახელი ეწოდა
- +

8 ოქტომბერი. 2019. 01:15

 

 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელობამ კრემლის ლიდერს დაბადების დღე „ორიგინალურად“ მიულოცა. როგორც რუსული მედია წერს, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას, რომელიც დღემდე მოსკოვის სახელობის იყო, პუტინის ქუჩა დაერქვა.  

 

როგორც დეფაქტო რეჟიმი აცხადებს, გადაწყვეტილება სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ მიიღო, რომელმაც ის დახმარება და მხარდაჭერა გაითვალისწინა, რომელსაც ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“ რუსეთი და პირადად პუტინი უწევს. კრემლის ლიდერი 67 წლის დღეს გახდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner