„აზარტული თამაშები არის სოციალური პრობლემა, რომელსაც კომპლექსური მიდგომა და დარეგულირება სჭირდება ისე, რომ დაცული იყვნენ არასრულწლოვნები და დაცული იყოს ჩვენი საზოგადოება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ პრობლემასთან კომპლექსური მიდგომაა საჭირო - განათლება, ახალგაზრდების დასაქმება, სპორტი, სამართალდამცავი კომპონენტი, ფსიქოლოგიური დახმარება და ეკლესიის მონაწილეობა.