„საქართველოს მსგავს მაგალითს მსოფლიოში ვერ ნახავთ, რომ ასეთ ღარიბ, ასეთი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ამ დონეზე იყოს დაცული დემოკრატიული ღირებულებები", - აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან მიმდინარე შეხვედრაზე გააკეთა.
მისი თქმით, დემოკრატიული ღირებულებები ძირითადად მორგებულია ადამიანის უფლებებზე. ყოფილმა პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ყველა უნდა ჩაერთოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს.
„საზოგადოების ცნობიერება უნდა ავამაღლოთ. ამიტომაც დავგეგმე და ვცდილობ, სკოლის მერხიდან დაიწყონ ახალგაზრდებმა გაანალიზება იმისა, რომ მათ ეკუთვნით ქვეყანა და მიიღონ მონაწილეობა პროცესებში და კარგი ანალიზი გააკეთონ.
საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს საკუთარი წვლილი. მე ჩემი მხრივ, ვცდილობ, ჩემი წვლილი შევიტანო ამ პროცესში", - აღნიშნა ივანიშვილმა.