logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი იან კელის განცხადებაზე: ქუჩები აქ ხალხით ვერ გაივსება!
- +

7 ივნისი. 2016. 13:33


საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებას „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ეხმაურება და აცხადებს, რომ გარკვეულ ნაწილში მის პოზიციას იზიარებს. თუმცა, არსებობს გარკვეული ფაქტორები, რაშიც ივანიშვილი იან კელის არ ეთანხმება.

 

„ძალიან ბევრმა პოლიტიკოსმა იან კელის განცხადება ძალიან ცუდად აიტაცა და ცუდი ინტერპრეტაცია მისცა. მე მის პოზიციასთან თანხვედრაში ვარ. ის, რომ არჩევნების დაწყებამდე დარჩენილია 3-4 თვე და შეიძლება შეიცვალოს ტელევიზიის მენეჯმენტი, არ არის სასურველი, რამეთუ ამას ევროპასა და ამერიკაში ვერავინ სწორად ვერ გაიგებს. მე ამას აბსოლუტურად ვეთანხმები.

 

თუმცა, ბევრი გამონათქვამი არ მომეწონა ამ წერილში. იწყებს გვარამიას კრიტიკით, შემდეგ იხსენებს ამერიკას და აცხადებს, რომ მსგავსი რამის ამერიკაში მოხდენის შემთხვევაში, ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა. იან კელი ამას გულწრფელად საუბრობს. ის არის ჩვენი მეგობარი, ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ეს კაცი აფასებს თავისი გადმოსახედიდან და ანალიზისთვის პირველ რიგში საკუთარი ქვეყანა მოჰყავს. ის ვარაუდობს, რომ საქართველოშიც შეიძლება იგივე განმეორდეს. აი, აქ მისი პოზიცია აბსოლუტურად გასაზიარებელია და იკითხება მხოლოდ ერთი რამ, რომ მას და ზოგადად ამერიკას ძალიან სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს. რა თქმა უნდა, იან კელი შფოთავს, რომ რამე ისეთი არ მოხდეს, რაც არჩევნებს ცუდ ეფექტს მისცემს.

 

ერთ რამეში არ ვეთანხმები, ქუჩები აქ ხალხით ვერ გაივსება. რადგან სხვა რეალობაა და სხვანაირი წარმოდგენა აქვს ამ ტელევიზიასთან საქართველოს მოსახლეობას", - განაცხადა ივანიშვილმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner