logo_geo
eng_logo
სამტრედიაში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება
- +

8 ოქტომბერი. 2019. 13:43

 

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის“ ორგანიზებით და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრების, დევნილი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, ფართო პროფილის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.

 

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი კლინიკები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა „გიდმედი“, დავით გაგუას კლინიკა, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.

 

ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან.

 

მისამართი: სამტრედია, ქუთათელაძის ქ. N15;  N1 საჯარო სკოლის შენობა.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner