logo_geo
eng_logo
გერმანიაში სატვირთო რამდენიმე მანქანას დაეჯახა, დაშავებულია ცხრა ადამიანი
- +

8 ოქტომბერი. 2019. 13:54

 

გერმანიაში სატვირთო რამდენიმე მანქანას დაეჯახა. გერმანიის მთავრობამ მომხდარი ტერაქტად აღიარა.

 

ქალაქ ლუმბუკში ინციდენტის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. როგორც გერმანული მედია იუწყება, ხელისუფლებამ გამოძიება შესაძლო ტერაქტის მუხლით დაიწყო.

 

გერმანული მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად დაშავებული შვიდი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ტელეკომპანია „ველტი“ იუწყება, სატვირთო ავტომობილი გატაცებული იყო.

 

გერმანული „ფრანკფურტერი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ სატვირთოს საჭესთან მყოფმა პირმა, რომელიც პოლიციამ დააკავა, რამდენჯერმე ახსენა სიტყვა „ალაჰ“.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner